საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტი - "თსუ დესპანი 2019" იწყება

"თსუ დესპანი" საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის  მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიური სკოლის მოსწავლეებს გააცნოს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები და სტუდენტური ცხოვრება.

პროექტი 7 წელია ხორციელდება. მასში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში მოხალისეობრივი პრაქტიკის დანერგვას და არაფორმალური განათლების განვითარებას, რომელიც რექტორატისა და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს.

"თსუ დესპანი - 2019"-ში მონაწილეებს სკოლებში პრეზენტაციის დაგეგმვამდე ჩაუტარდებათ ტრეინინგი, რომლის ჩატარების თარიღს დაინტერესებულთ საინფორმაციო შეხვედრაზე ამცნობენ.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს 19 დეკემბრიდან - 18 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირდნენ.

თარიღი: 25/12/2018